Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველა ადამიანი, ვინც საქართველოში შემოვა, კარანტინში მოხვდება


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა ადამიანი, ვინც შემოვა საქართველოში, გადავა კარანტინში. ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დამატებით, სასაზღვრე სივრცეებთან მოეწყობა საკარანტინე ადგილები.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 43 შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიური საფრთხის გამო შეიზღუდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შემოშვება, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, შეწყდა მიკროავტობუსებით მიმოსვლა და საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგები გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG