Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში გამოვლინდა კორონავირუსის 160 შემთხვევა


21 მარტისათვის სომხეთში გამოვლენილია კორონავირუსით დაავადების 160 შემთხვევა, 11 პაციენტს აქვს ფილტვების ანთება, ხოლო სამს ინტენსიური მკურნალობა უტარდება.

სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის თანახმად, ყველა დაავადებულის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იუწყებიან, რომ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა სასიკვდილო, ხოლო ერთი პაციენტი უკვე განიკურნა სომხეთში.

კორონავირუსის ეპიდემიის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სომხეთში 16 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 14 აპრილამდე გასტანს.

XS
SM
MD
LG