Accessibility links

site logo site logo

ყირგიზეთის უშიშროების საბჭო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა


ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ რეკომენდაციით მიმართა პრემიერ-მინისტრ მუხამედკალი აბილგაზიევს, რათა 22 მარტიდან აამოქმედოს საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კორონავირუსის გამო. აღნიშნული რეკომენდაცია პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის ხელმძღვანელობით 21 მარტს ჩატარებულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ყირგიზეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა აქამდე გამოაცხადა ნოოტაკის და სუზაყის რაიონებში, სადაც 20 მარტს კორონავირუსით დაავადების 6 შემთხვევა გამოვლინდა. ყველა დაინფიცირებული საუდის არაბეთიდან დაბრუნდა ყირგიზეთში.

21 მარტს ყირგიზეთის ჯანდაცვის მინისტრმა გამოაცხადა კორონავირუსით დაავადების 4 ახალი შემთხვევა. ჯამში ქვეყანაში დაინფიცირებულია 37 კაცი.

კარანტინში იმყოფება 3200 პირი, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG