Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში იზრდება კორონავირუსით დაავადებულთა და დაღუპულთა რიცხი


კორონავირუსის მასშტაბები იტალიაში
კორონავირუსის მასშტაბები იტალიაში

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და აშშ-ის მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის 21 მარტის საღამოს მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით კორნავირუსით დაავადებულთა რიცხვი 300 ათასს მიუახლოვდა, 12 755-ს აღწევს დაღუპულთა რაოდენობა.

21 მარტს სწრაფად მოიმატა ლეტალურმა შემთხვევებმა იტალიაში, რომელიც 53578-ი დაინფიცირებულით ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად ითვლება. იტალიაში ერთი დღე-ღამის განმავლობაში 20%-ით გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა და 4826-ს აღწევს. ანგარიშის თანახმად იტალიაში ამ ხნის განმავლობაში განიკურნა 6072 კაცი.

1375-მდე გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ესპანეთში, სადაც მთლიანობაში საშიში ვირუსი 25 ათასზე მეტ კაცს დაუდგინდა.

XS
SM
MD
LG