Accessibility links

სამებაში წირვის დროს პატრული გამოიძახეს


დღეს, 22 მარტს სამებაში წირვის დროს საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროსი განუცხადეს, პოლიციელები მოქალაქეებს შორის დისტანციის დარღვევის შესაძლო ფაქტზე მივიდნენ.

"პატრული მივიდა გამოძახებაზე, ადგილზე გაეცნო ვითარებას, გაესაუბრა მეუფეს და დარღვევის ფაქტი ვერ დაადგინა", - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.

საკვირაო წირვის დროს სამების ტაძარში საპატრულო პოლიციის გამოჩენასთან დაკავშირებით ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "თუ კომენდანტის საათი იქნება საჭირო, უარს რატომ ვიტყვით? ბევრმა პარტიამ ხმა მისცა იმის გამო, რომ ეკლესიას აკრძალვები შეხებოდა. მე ვფიქრობ, IQ ყველას აკლიათ მაგათ. რითი გავაჩეროთ? მოდის ხალხი. რა ვქნათ? პატრული შემოვიყვანოთ მაგის გამო? მოვიდა და წავიდა, არ არის მისი საქმე აქ, თუ ლოცვაზე მოვა, მოვიდეს. სახელმწიფოს მაგას არ გავაკონტროლებინებ შიგნით..."

დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეა. ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობით ხალხმრავალ შეკრებებს ზღუდავს. გარდა ამისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია და ჰიგიენის ნორმები.

ამის მიუხედავად, საქართველოს მართლმამდიდებელი ეკლესიის საპატრიარქო არ აპირებს ერთი კოვზით ზიარების პრინციპი შეცვალოს. ასე მოხდა დღესაც ლოცვის დასრულების შემდეგ. ეკლესიაში მოთხოვნის მიუხედავად, მრევლი ერთმანეთთან დისტანციას არ იცავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG