Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესი ლიდერი ყველას მოუწოდებს, დაიცვან კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული აკრძალვები


აიათოლა ალი ხამენეი
აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოუწოდებს ქვეყნის მოსახლეობას, რათა „აუცილებლად დაიცვან კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნული კომიტეტის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო წესები“.

ამის შესახებ ნათქვამია ტვიტერში ხამენეის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ მიმართვაში. „ჩვენს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია, რომ გაუქმებულია თვით რელიგიური შეკრებები, მაგრამ ეს გარდაუვალია“, - აცხადებს ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი.

ამ განცხადების ფონია კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ირანში, რის გამოც ქვეყანაში აკრძალულია რელიგიური, სპორტული, კულტურული თუ სხვა სახის ღონისძიებები. პანდემიის საფრთხის თავიდან ასაცილებლად დაიხურა ქვეყნის წამყვანი მეჩეთები, საკულტო ნაგებობები და მუზეუმები.

ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ირანში, რომელიც ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, COVID-19-ის ინფექცია დაუდგინდა სულ მცირე 21 ათას კაცს.

დაახლოებით 1550 შემთხვევა დასრულდა პაციენტების სიკვდილით. კორონავირუსისგან განიკურნა სულ მცირე 7600 დაინფიცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG