Accessibility links

თურნავა: საკარანტინო სივრცეების რაოდენობა გაორმაგდება, სასტუმროებს მოუწევთ სივრცეების დათმობა


ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, დღეიდან ქვეყანა გაძლიერებული კარანტინის რეჟიმში გადადის. მინისტრის განმარტებით, თუ აქამდე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და მხოლოდ ისინი იგზავნებოდნენ კარანტინში, ვინც რისკქვეყნებიდან შემოდიოდნენ, ახლა ორკვირიან კარანტინში აღმოჩნდება ყველა, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს. მინისტრის თქმით, საკარანტინო სივრცეების რაოდენობა გაორმაგდება:

„ვინაიდან და რადგანაც საჭიროება რადიკალურად იზრდება, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საგანგებო ზომებსაც მივმართოთ და წინასწარ მინდა ვთხოვო სასტუმრო ბიზნესს, რომ გაგებით მოეკიდოს ამას“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის თანახმად, ეს ნიშნავს იმას, რომ სასტუმროებს მოუწევთ გარკვეული სივრცეების დათმობა, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ:

„ჩვენ ვერ დავკარგავთ დროს მრავალკვირიან მოლაპარაკებებში და ყველა უნდა გაგებით მოეკიდოს ამას, რომ ჩვენთვის დღეს მთავარი და საგანგებო პრიორიტეტი არის მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ჯანმრთელობის დაცვა. კარგად უზრუნველყოფილი კარანტინი არის ჩვენი თითოეულის დაცვა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

22 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულია 54 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2956 პირი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი - 291. გამოჯანმრთელებულია 3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG