Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი სასაზღვრო შეზღუდვებს და კარანტინს რამდენიმე თვის განმავლობაში შეინარჩუნებს


ჩეხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვები საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად, შესაძლოა, აპრილის შუა რიცხვებისათვის გაუქმდეს, თუ ქვეყანაში ამ დროისათვის 10 ათასს არ გადააჭარბებს კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, - განაცხადა ჩეხმა ეპიდემიოლოგმა, რომან პრიმულამ, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ჩეხეთის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობს.

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ვოიტეხმა ერთ-ერთ ტელეარხს უთხრა, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვა ძალაში დარჩება აღდგომის დღესასწულზეც, რომელსაც ჩეხი კათოლიკეები და პროტესტანტები 12 აპრილს აღნიშნავენ.

22 მარტისათვის ჩეხეთში მკურნალობას გადის კორონავირუსით დაინფიცირებული 1047 პაციენტი, 7 კაცი უკვე განიკურნა. სასიკვდილო შემთხვევა არ ყოფილა.

22 მარტის მონაცემებით ჩეხეთის მეზეობელ გერმანიაში კოროანირუსით დაავადებულია 24 ათასამდე ადამიანი. 2666 განიკურნა. 92 პაციენტი გარდაიცვალა.

ჩეხეთის მოსაზღვრე ავსტრიაში კორონავირუსით დაავადებულია 3 ათასი კაცი, პოლონეთში - 536, ხო;ლო სლოვაკეთში - 178.


რომან პრიმულამ ასევე აღნიშნა, რომ სასაზღვრო შეზღუდვები, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჩეხეთის მთავრობამ შემოიღო მეზობელ ქვეყნებთან, რამდენიმე თვით გასტანს იმისდა მიხედვით, თუ როგორი იქნება ვითარება ჩეხეთის მეზობელ ქვეყნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG