Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანე მაჭავარიანი: "არის საუბარი დენის ვაუჩერზე"


ივანე მაჭავარიანი
ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თანახმად, მთავრობა მოსახლეობის დასახმარების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. მინისტრის თქმით, ერთ-ერთი ვარიანტია ელექტროენერგიის ვაუჩერი:

„არის სხვადასხვა ვარიანტები. ღიად გეტყვით, არის მაგალითად, რაღაც ტიპის დენის ვაუჩერზე საუბარი, რომლითაც შეიძლება შეამსუბუქო. არის მეორე ნაწილი ბიზნესთან ერთად ვისაუბროთ, რომ ჩვენ საშემოსავლოს ნაწილში დავუთმოთ, რომ მათ ხელფასის გადახდა გააგრძელონ“,-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, დახმარებამ მაქსიმალურად უნდა მოიცვას დაზარალებული მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია:

„თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით სხვა სიტუაციაა, მსხვილს კომპანიებში ვინც არის დასაქმებული და ვისაც დიდი ხელფასი ჰქონდა, მათ დანაზოგი აქვთ და მათთან სხვანაირი მოდელი უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს ბიუჯეტს ამ სოციალური მიზანშეწონილობის პრობლემატიკის გათვალისწინებითაც ვაკეთებთ, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვლაპარაკობთ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე. ვიცით, გვჯერა და ასეც იქნება, რომ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. შემდგომში შენელებული ეკონომიკა როგორ უნდა დასტიმულირდეს და რა საშუალებებით, ამაზე ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ჩვენს დონორ ორგანიზაციებთან. დღევანდელ დღეს თქვენ ისმენთ ბევრ სხვადასხვა ტიპის, სოციალური მხარდაჭერის შეთავაზებებს. ჩვენ აბსოლუტურად ყველას ვისმენთ, ვაანალიზებთ, ვთვლით”, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ თვეს გასტანს. ახალი კორონავირუსით ქვეყანაში ამ დროისათვის 54 ადამიანია დაინფიცირებული, გამოჯანმრთელდა - 3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG