Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დასრულდა პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნები


საღამოს 20:00 საათზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დასრულდა პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნები, რომელშიც სამი კანდიდატი იბრძოდა სეპარატისტული რესპუბლიკის უმაღლესი პოლიტიკური პოსტისთვის.

სოხუმის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით არჩევნებში აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო და საარჩევნო უბნების დახურვამდე 2 საათით ადრე, დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა ამომრჩეველთა 58,5%-ს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.

ფავორიტად ითვლება ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ასლან ბჟანია. მისი მთავარი მეტოქეა სოხუმის მთავრობის ვიცე-პრემიერი, ადგურ არძინბა. მესამე კანდიდატია, პარტია "აკზაარას" ("ერთობა") ლიდერი, სოხუმის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლეონიდ ძაპშპა.

საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურად და საერთაშორისო კანომდებლობის უხეშ დარღევად აფასებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არჩევნების გამართვას.

“ე.წ. არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG