Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ორშაბათიდან ახალ შეზღუდვებს აწესებს საავიაციო მიმოსვლაზე


კორონავირუსის ინფექციის პანდემიასთან დაკავშირებით 23 მარტიდან რუსეთი დროებით შეზღუდვებს აწესებს საავიაციო მიმოსვლაზე უცხოეთის ქვეყნებთან. სახელმწიფო კომპანია „როსავიაციის“ საიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მგზავრების გადაყვანა ძირითადად მოხდება მხოლოდ სახელმწიფოს დედაქალაქებში. გამონაკლისს წარმოადგენს თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამირო, სადაც რუსეთის სამგზავრო რეისები შესრულდება სტამბოლს და დუბაიში.

ჩამონათვალში შედის ასევე რამდენიმე ათეული ქვეყანა, რომელთანაც რუსეთს საავიაციო მიმოსვლა უკვე აქვს შეწყვეტილი.

მაგალითად კომპანია „აეროფლოტმა“ უკვე შეაჩერა მგზავრების ავიატრანსპორტით გადაყვანა ევროპის ქვეყნების რიგ დედაქალაქში.

თუმცა ჩარტერული რეისები კვლავ გრძელდება რუსი ტურისტების სამშობლოში დასაბრუნებლად.

კორონავირუსისი პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები და შეზღუდა უცხოელების შეშვება. კერძოდ, რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ბინადრობის უფლება, აიკრძალა შენგენის ზონის ქვეყნებში ჩასვლა.

ავიამიმოსვლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრიზისს განიცდის. ავიაკომპანიები იძუელებული არიან გააუქმონ რეისები საგნაგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG