Accessibility links

ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებში


ასლან ბჟანია

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში კვირას ჩატარებულ პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით იმარჯვებს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ასლან ბჟანია.

84 ათასი ბიულეტენის გადათვლის შედეგად 57%-ით ლიდერობს ასლან ბჟანია.

"ეხო კავკაზას" ცნობით, მეტოქეს გამარჯვება უკვე მიულოცა სახელისუფლებო კანდიდატმა, სოხუმის ვიცე-პრემიერმა, ადგურ არძინბამ

საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურად და საერთაშორისო კანომდებლობის უხეშ დარღევად აფასებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არჩევნების გამართვას.

“ე.წ. არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG