Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საავადმყოფო დატოვა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ორმა პაციენტმა


თბილისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა კორონავირუსისგან COVID-19 გამოჯანმრთელებულმა კიდევ ორა პაციენტმა. ამის შესახებ დღეს, 23 მარტს მედიას აცნობა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

სულ ეს კლინიკა დატოვა 5-მა განკურნებულმა პაციენტმა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია კიდევ სამი, თუმცა, მარინა ეზუგბაიას თქმით, იმის გამო, რომ ამ პაციენტებს პნევმონია ჰქონდათ, კლინიკაში დამატებითი კვლევებისთვის დატოვეს და თუ ყველა მაჩვენებელი ნორმაში იქნება, შესაძლოა, დღეს გაწერონ.

საავადმყოფოდან გაწერილი პაციენტები ორი კვირით თვითიზოლაციაში რჩებიან.

23 მარტის 11:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების სულ 54 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG