Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო ავღანეთში ჩავიდა სამშვიდობო პროცესის ადგილიდან დასაძრავად


მაიკ პომპეო
მაიკ პომპეო

ორშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჩავიდა ქაბულში, რათა დაძრას აშშ-სა და თალიბებს შორის გასულ თვეში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება.

პომპეო შეხვედრას გამართავს ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან და მის ძირითად მეტოქესთან, მთავარ აღმასრულებელ პირთან - აბდულა აბდულასთან.

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სამშვიდობო პროცესი გაჩერებულია პოლიტიკური არეულობის პირობებში, როცა ქვეყნის ლიდერები დავობენ, თუ ვინ არის არჩეული პრეზიდენტი.

პომპეო შეეცდება, დახმარება გაწიოს ჩიხური ვითარებიდან გამოსვლაში, რაც აბრკოლებს შიდაავღანურ მოლაპარაკებებს თალიბანთან.

XS
SM
MD
LG