Accessibility links

logo-print logo-print

მონტენეგრომ დაადასტურა კორონავირუსით პირველი ადამიანის გარდაცვალება


მეხანძრე დეზინფექციას ატარებს პოდგორიცის კლინიკური ცენტრის შესასვლელთან.

მონტენეგრომ დაადასტურა კორონავირუსით პირველი ადამიანის გარდაცვალება დედაქალაქ პოდგორიცის საავადმყოფოში.

მონტენეგროს კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა ევტო ერაკოვიჩმა 22 მარტს განაცხადა, რომ მამაკაცი, რომელსაც ფილტვების ქრონიკული დაავადება ჰქონდა, სავადმყოფოში ერთი დღით ადრე დააწვინეს.

მონტენეგრო, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა ადრიატიკის სანაპიროზე, რომელშიც 620 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ევროპულ ქვეყნებს შორის უკანასკნელი იყო, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული გამოვლინდა 17 მარტს.

ამჟამად რეგისტრირებულია დაავადების 22 შემთხვევა მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ჩაკეტა საზღვრები, შეაჩერა სამოქალაქო ტრანსპორტი, დახურა სკოლები და რესტორნები.

ამ მომენტისთვის მსოფლიოში COVID-19-ით დაავადების 340 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 14700-ზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG