Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი დოლართან 5 თეთრით გაუფასურდა: ერთი დოლარი 3,24 ლარი ღირს


ლარი დოლართან გაუფასურებას განაგრძობს. ხვალიდან, 24 მარტიდან ლარი დოლართან კიდევ 5 თეთრით უფასურდება და 3,24 ლარი ეღირება.

ლარი დოლარის გარდა ევროსა და რამდენიმე ათეულ ვალუტასთან გაუფასურდა. 3,5-თეთრიანი გაუფასურების შემდეგ ერთი ევრო 3,46 ლარი ეღირება.

გაზრდილი კურსი ასახულია ორი ყველაზე დიდი კომერციული ბანკის ტაბლოებზეც. თიბისიში ერთი დოლარი 3,41 ლარი ღირს, საქართველოს ბანკში კი - 3,39 თეთრი.

ბოლო მონაცემებით, ეროვნულმა ბანკმა ჯამში 60 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ლარი სხვა ვალუტებთან მხოლოდ რამდენიმე დღით გაამყარა. 6 მარტიდან დღემდე ლარი დოლართან 46,5 თეთრით გაუფასურდა.

XS
SM
MD
LG