Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დროებით შეწყდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა


კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად საქართველოში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, დღეიდან, 24 მარტიდან აიკრძალა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსების შემდეგ, აკრძალვა შეეხო სამგზავრო ავტობუსებს და მატარებლებსაც.

კვლავ ნებადართულია მსუბუქი ავტომანქანების, შიდა საქალაქო ტრანსპორტისა და სატვირთო მატარებლების მიმოსვლა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული.

24 მარტის 9:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 61 და მათგან გამოჯანმრთელების 8 შემთხვევა.

COVID-19-ით საქართველოს სამი მოქალაქე გარდაიცვალა ესპანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG