Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO არ გამორიცხავს, აშშ გახდება COVID-19-ის გლობალური პანდემიის ეპიცენტრი


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში (WHO) მიიჩნევენ, რომ უახლოეს ხანში შესაძლოა, აშშ იქცეს კორონავირუსის(COVID-19) გლობალური პანდემიის ეპიცენტრად.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარგარეტ ჰარისის განცხადებით, აშშ-ში მოხდა დიდი ეპიდაფეთქება, რომელიც ძლიერდება. ჰარისის ინფორმაციით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 85% მოდის ამერიკასა და ევროპაზე და მათგან 40% შეერთებულ შტატებზე.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, აშშ-ში ტესტირების მასშტაბის გაზრდა ხელს შეუწყობს დააავადების ზრდის ტემპის შეჩერებას.

25 მარტის დილის მდგომარეობით აშშ-ში სულ დაავადდა 51 881 ადამიანი. მათგან 782 გარდაიცვალა. განიკურნა 378.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG