Accessibility links

logo-print logo-print

26 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.45 ლარი ღირს


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

26 მარტისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.4576 ლარი (25 მარტი - 3.4494​);
  • 1 ევრო - 3.7370 ლარი (25 მარტი 3.7436)
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.1190 ლარი (25 მარტი - 4.0558100);
  • 100 რუსული რუბლი - 4.4135 ლარი (25 მარტი - 4.3828);
  • 1 თურქული ლირა - 0.5389 ლარი (25 მარტი - 0.5316).

25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შემდეგ საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით 3.4563 შეადგინა.

25 მარტს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.4900 ლარი.

25 მარტს ზოგი კომერციული ბანკის გაცვლითი კურსი: TBC ბანკში 1 აშშ დოლარი 3.55 ლარი ღირს.

„საქართველოს ბანკში" კომერციული გაცვლითი კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი - 3.57 ლარი.

ლარის მკვეთრი გაუფასურება საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების შემდეგ დაიწყო. 25 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 73 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა - 10.

21 მარტიდან ქვეყანაში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG