უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ აკრძალა ჰიდროქსიქლოროკინის სულფატის (პლაკვენილის) ექსპორტი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში გამოიყენება კორონავირუსის სამკურნალო წამლებში.
აკრძალვა ეხება პლაკვენილს და მის შემცველ მედიკამენტებს.
„უნგრეთისთვის, რომელიც ამ ინგრედიენტის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, ახლა პრიორიტეტია უნგრეთის მოსახლეობის დაცვა და სამედიცინო მომარაგება“, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.