Accessibility links

ეუთოს წარმომადგენელი შეშფოთებულია აზერბაიჯანის კანონში შეტანილი ცვლილებების გამო


ჰარლემ დეზირი

ეუთოს მედიის თავისუფლების მეთვალყურემ შეშფოთება გამოხატა ახლახან აზერბაიჯანში მიღებულ კანონზე, რომლის ოფიციალური მიზანია კორონავირუსის თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ხელის შეშლა.

„აბსოლუტურად მესმის ჯანდაცვის სფეროში საგანგებო ვითარების პირობებში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობა,“ განაცხადა 25 მარტს პრესის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა ჰარლემ დეზირმა. „მაგრამ, მისი თქმით, ინფორმაციის შესახებ აზერბაიჯანის კანონის შესწორებებმა „არ უნდა დააბრკოლოს ჟურნალისტების მუშაობა და მათ მიერ პანდემიის გაშუქების შესაძლებლობები“.

„მედია საკვანძო როლს თამაშობს ამ ვითარებაში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების საქმეში და კრიზისის შესახებ ‘ფეიკ ნიუსების’ წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“, თქვა მან.

კანონის შესწორება აზერბაიჯანის პარლამენტმა 17 მარტს მიიღო. მასში ნათქვამია, რომ ნებისმიერი საინტერნეტო საინფორმაციო რესურსის მფლობელი ვალდებულია ხელი შეუშალოს ინტერნეტში ყალბი ინფორმაციის გამოქვეყნებას.

დეზირის თქმით, კანონი ძალიან ფართო სფეროს მოიცავს და ვრცელდება ისეთი ინფორმაციის პუბლიკაციაზეც, რომელსაც კავშირი არა აქვს კორონავირუსთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG