Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა


ახალი სახეობის კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა. 25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 75 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან ათი გამოჯანმრთელებულია, - იტყობინება მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG