Accessibility links

მსოფლიოს მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი იზოლაციის რეჟიმში იმყოფება


მსოფლიოს მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი იზოლაციაში იმყოფება მაშინ, როცა მთავრობები ცდილობენ, სოციალური და ეკონომიკური პაკეტები აამოქმედონ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების საპასუხოდ.

ინდოეთში, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით სიდიდით მეორე ქვეყანაა, 25 მარტს დაიწყო სამკვირიანი მკაცრი საიზოლაციო რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში 2,9 ადამიანს ებრძანა, შინ დარჩეს.

როგორც იტალიაში, ისე ეპანეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა გადააჭარბა ჩინეთისას, სადაც გაჩნდა ვირუსი 2019 წლის ბოლოს.

მთლიანობაში ამ მომენტისთვის მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით დაავადების 455 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა.

ევროკავშირის ცხრა წევრი ქვეყნის, მათ შორის ესპანეთის, საფრანგეთისა და იტალიის, ლიდერებმა ბლოკს ერთობლივ წერილში მოუწოდეს, მიღწეულ იქნეს შეთანხმება „საერთო ვალების ინსტრუმენტზე“, რათა მობილიზებულ იქნეს თანხები ჯანდაცვის ინდუსტრიის დასახმარებლად და კორონავირუსთან საბრძოლველად.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა შეინიშნება ახლო აღმოსავლეთშიც. ირანში გარდაცვლილთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG