Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ინფექციური ჟურნალისტებს საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ბრიფინგზე მიაწოდა.

ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში სულ ოთხი მძიმე პაციენტია, მათგან ერთი გუშინ დაემატა.

"ამ სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი, მძიმე პნევმონია სუნთქვის უკმარისობით და თან არსებული დაავადება რკინადეფიციტური ანემიის სახით, რომელიც არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს... მდგომარეობა თუ სტაბილური დაგვრჩება, გამოსავალიც კეთილსაიმედო უნდა იყოს", - თქვა მან ერთ-ერთ პაციენტზე.

მანვე ისაუბრა დანარჩენ სამ პაციენტზეც, რომელთა მდგომარეობაც ასევე მძიმეა. ერთ მოქალაქეს, რომელსაც პნევმონია აქვს, მდგომარეობა რამდენიმე დღეა სტაბილურია:

"შეიძლება ვთქვათ, რომ, ალბათ, გადაილახა ის სიმძიმის პერიოდი და უკვე გამოსავალი, ალბათ კეთილსაიმედო უნდა იყოს".

დანარჩენი ორი პაციენტიდან ერთს სეფსისი გამოუვლინდა, მეორეს კი დაავადება მინიმალურად, მაგრამ მაინც პროგრესირებს.

ინფიცირებული 77 ადამიანიდან, 34 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია, 10 - გაეწერა, დარჩენილი 33 ადამიანი კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კორონავირუსის ინფიცირებულთა მიმღებ ცენტრებში გადაანაწილეს. მისი თქმით, ბოლო ხუთი პაციენტიდან ერთი - ბათუმში, ერთი - ზუგდიდში, ერთი - გორში, ორი კი მათ კლინიკაშია.

ბოლო მონაცემებით, საკარანტინე რეჟიმში 4 055 ადამიანი რჩება, 252 კი სტაციონარში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG