Accessibility links

ეკატერინე ტიკარაძე: ინფიცირებული ორსული 62 წლის მარნეულელი ქალის ნათესავია


ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 22 კვირის ორსული 62 წლის მარნეულელი ქალის ახლო ნათესავია და მისი ინფიცირების გამოვლენაც აღნიშნული ქალის მიზნობრივი ჯგუფის შესწავლის შედეგად მოხდა:

„ ერთი პაციენტი არის საყურადღებო, ორსული ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ მარნეულში, გამოკვლევა მიმართულია ამ ქალის ახლო კონტაქტებისა და ნათესავების მიმართ. შესაბამისად, ამ კლასტერის გამოკვლევისას ჩვენმა სპეციალისტებმა დაადგინეს კოვიდის ინფექცია და ის გადმოყვანილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ექიმები ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

26 მარტის 17 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულია 79 ადამიანი, მათგან 10 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG