Accessibility links

logo-print logo-print

სახელმწიფო ინსპექტორი: წულუკიანმა ომბუდსმენის თანამშრომლის კადრები კანონდარღვევით გაასაჯაროვა


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო პერსონალური მონაცემების კანონდარღვევით დამუშავებისთვის დააჯარიმა. საქმე ეხება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ 2020 წლის 21 იანვარს პარლამენტში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის ვიდეოკადრების დაუბლარავად ჩვენებას.

1 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა იუსტიციის სამინისტროს მოუწევს.

"იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერები გასაჯაროება პერსონიფიცირებული ფორმით, მათზე აღბეჭდილი პირების სახის დაფარვის გარეშე, არ ემსახურებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სამინისტროს კანონიერ ინტერესებს და საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მიზანს", - სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი.

ინსპექტორმა სამინისტროს სოციალური ქსელების ოფიციალური გვერდებიდან და ვებსაიტიდან პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების წაშლა დაავალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG