Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით დაინფიცირებული ფეხბურთელებით სიმბოლური ნაკრები შეადგინეს


ინტერნეტგამოცემა „ინსაიდ გლობალმა" შეადგინა სიმბოლური საფეხბურთო ნაკრები, რომელშიც მხოლოდ COVID-19-ით დაინფიცირებული მოთამაშეები შეიყვანა.

თერთმეტი ფეხბურთელიდან ექვსი იტალიის სერია A-ს გუნდებიდანაა, სამი – ესპანეთის ლა ლიგადან, თითო კი - ინგლისის პრემიერლიგიდან და ჩინეთის სუპერლიგიდან. სიმბოლურ ნაკრებს მწვრთნელიც შეურჩიეს - ლონდონის „არსენალის“ დამრიგებელი მიკელ არტეტა, რომელსაც კორონავირუსი 12 მარტს დაუდასტურდა და უკვე გამოჯანმრთელდა კიდეც.

არტეტას ახალი გუნდის შემადგენლობაში შეიყვანეს: მეკარე მარკო სპორტიელი („ატალანტა“, იტალია); მცველები - დანიელე რუგანი („იუვენტუსი“, იტალია), ელიაკომ მანგალა, ესეკილ გარაი და ხოსე გაია (სამივე „ვალენსია“, ესპანეთი); ნახევარმცველები - ბლეზ მატუიდი („იუვენტუსი“), მარუან ფელაინი („შანდონ ლუნენი“, ჩინეთი) და პატრიკ კუტრონე („ფიორენტინა“, იტალია) და თავდამსხმელები – პაულო დიბალა („იუვენტუსი“), მანოლო გაბიადინი („სამპდორია“, იტალია) და კალუმ ჰადსონ-ოდოი („ჩელსი“, ინგლისი).

XS
SM
MD
LG