Accessibility links

გერმანიის ჰესენის მხარის ფინანსთა მინისტრმა თომას შეფერმა თავი მოიკლა


გერმანიის ჰესენის მხარის ფინანსთა მინისტრმა თომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 54 წლის პოლიტიკოსის გვამი შაბათს იპოვეს ჩქაროსნულ სარკინიგზო ლიანდაგზე.

შეფერი იყო ანგელა მერკელის მმართველი პარტიის, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრი.

როგორც ვარაუდობდნენ, ის ჰესენის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლიდა ფოლკერ ბაფიეს, თუკი ეს უკანასკნელი აღარ იყრიდა კენჭს 2023 წლის ადგილობრივ არჩევნებში.

თავად ბაფიეს თქმით, შეფერი იყო პოლიტიკოსი, რომელიც განსაკუთრებით დააკლდა ქვეყანას ახლა, კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისის დროს.

„მისი მთავარი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა ხალხის უზარმაზარი მოლოდინის გამართლებას, განსაკუთრებით ფინანსური დახმარების თვალსაზრისით“, განაცხადა ბუფიემ კვირას. „როგორც ჩანს, მას ამ წუხილმა მოუღო ბოლო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG