Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს 7 ქალაქში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა


საკონტროლო პუნქტი მარნეულში
საკონტროლო პუნქტი მარნეულში

თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელმაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა.

„პირთა გადაადგილების კონტროლის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლის და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შსს-ს ძალები და მასთან ერთად ჩართულნი იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 31 მარტიდან წესდება ე.წ. კომენდანტის საათი და გადაადგილება იკრძალება საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

30 მარტის 18:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით COVID-19-ით ინფიცირებულია 100 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 266 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელდა 18.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG