Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ჩიქოვანი: მთავრობის ცხელი ხაზის გადატვირთვისთვის მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდით


ირაკლი ჩიქოვანი
ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თანახმად, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი 144, 30 მარტს საყოველთაო კარანტინის გამოცხადებისთანავე ამოქმედდა და ზარების დიდი რაოდენობის გამო, მალევე გადაიტვირთა. აღნიშნული უხერხულობის გამო ირაკლი ჩიქოვანი მოქალაქეებს ბოდიშს უხდის და ჰპირდება, რომ ცხელი ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება:

„ძალიან დიდი ოდენობა ზარები შემოვიდა, რის შედეგადაც ჩვენს თანამოქალაქეებს მოუწიათ გარკვეულწილად რამდენჯერმე დარეკვა ან შეყოვნება, ამასთან დაკავშირებით, ამ უხერხულობისთვის ვუხდით ბოდიშს, თუმცა ამ ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და ინფორმირებულობა იქნება ასევე უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა. მან მოქალაქეებს უთხრა, რომ 144-ის საშუალებით სრულ ინფორმაციას მიიღებენ საყოველთაო კარანტინის პირობებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ.

31 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ფაქტობრივად სრული კარანტინი და ე.წ. საკომენდანტო საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG