Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა


საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი ადამიანი 79 წლის პაციენტი იყო მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან, - უთხრა ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა. მისი თქმით, კლინიკაში პაციენტი მძიმე თანმხლები დაავადებებით მიიყვანეს.

stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG