Accessibility links

ახალციხესა და ახალქალაქში ბაზრები მუშაობას დროებით აჩერებენ


ახალციხის სავაჭრო ცენტრი სადეზინფექციო სამუშაოების გამო ორი დღით მუშაობას წყვეტს. დანარჩენ დღეებში ბაზარი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ახალციხის ბაზარში „სანიტარული დღეები“ 4 აპრილს დაიწყო და 6 აპრილამდე გაგრძელდება. კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად „ალფა მარკეტი“ სადეზინფექციო ხსნარით ორი დღის განმავლობაში დამუშავდება. მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი აცხადებს, რომ ახალციხეში ამ დროისათვის ბაზრის დაკეტვა არ იგეგმება, თუმცა მომავალში გადაწყვეტილების მიღება ვითარების შესაბამისად მოხდება.

„ალფა მარკეტში“ 29 მარტს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული მოქალაქეებისა და მყიდველების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაუცველი რეგულაციების გამო ახალციხის ბაზარი 15 ათასი ლარით დაჯარიმდა.

სამცხე-ჯავახეთში მუშაობას 5 აპრილიდან კიდევ ერთი სავაჭრო ცენტრი აჩერებს - ე.წ. საქონლის ბაზარი, რომელიც ახალქალაქში კვირაობით ფუნქციონირებს. როდის გააგრძელებს ჯავახეთში „საქონლის ბაზრობა“ მუშაობას, ჯერ უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG