Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

162-ს მიაღწია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა


stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 162 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 36 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გერმანიიდან ჩასული 15 პირის შემოწმების შედეგად, მათ არ დაუდგინდა კორონავირუსი და ყველა საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს 14 დღით. ისინი არ შესულან საქართველოში როგორც ინფიცირებულები, თქვა ეზუგბაიამ, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ბოლო ორი დღეს ინფექციურ ცენტრს ახალი პაციენტი არ მიუღია.

ამ ეტაპზე ცენტრში 36 პაციენტი მკურნალობს.

stopcov.ge-ის თანახმად, საქართველოში 4 აპრილს 23 საათისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდა 5067 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 330 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG