Accessibility links

რუსეთის კანონი კორონავირუსზე ყალბი ცნობების გავრცელების შესახებ პირველად რუს აქტივისტს შეეხო


რუსეთში დაიწყეს გამოძიება საქმისა, რომელიც პირველი ამგვარი კვლევაა იმ ახალი კანონის ფარგლებში, რომელიც ეხება კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. კანონს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი ორი დღის წინ, სანამ გამოძიება დაიწყებოდა.

სანქტპეტერბურგელი აქტივისტი ანა შუშპანოვა 4 აპრილს წერს სოციალურ მედიაში თავის პირად გვერდზე, რომ ადგილობრივმა გამომძიებლებმა გაჩხრიკეს მისი ბინა დილით ადრე და წაიღეს მისი კომპიუტერი, ასევე ტელეფონი მას მერე, რაც მან გაავრცელა ინფორმაცია ადგილობრივი მცხოვრებლების შეშფოთების გარშემო ქალაქ სესტრორეცკის კლინიკასა და საავადმყოფოში არსებული კარანტინის პირობებში შეუსაბამო ვითარების გარშემო. მისი თქმით, საქმეში ის გადის როგორც მოწმე.

რუსეთმა 4 აპრილს გამოაცხადა, რომ Covid-19-ით დაავადებული 582 ახალი შემთხვევა აქვს და ცხრა გარდაცვლილი - ბოლო 24 საათში. სულ ინფექციის გამოცხადებული შემთხვევების რაოდენობა 4700-ია. დაღუპულთა რიცხვი 43-ია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთში შემთხვევების რაოდენობა უფრო მეტია და მთავრობა არ იტყობინება სრულ სიმართლეს კორონავირუსის გარშემო ვითარების შესახებ.

რუსეთის სააგენტო „ტასი“ ავრცელებს ცნობას, რომ შუშპანოვამ დაწერა ერთ შემთხვევაზე, როცა კორონავირუსის ნიშნების მქონე პირი მივიდა სესტრორეცკის კლინიკაში, ურთიერთობა ჰქონდა ექიმებსა და პაციენტებთან და შინ გაუშვეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამ ინციდენტის შედეგად კლინიკის ხელმძღვანელი დაითხოვეს. შუშპანოვას თანახმად, სხვა პირი მსგავს ინციდენტზე იტყობინებოდა უფრო ადრე და ადგილობრივმა მცხოვრებმა მას უპასუხა. კერძოდ, ეს პირი წერდა შუშპანოვას პოსტის ქვემოთ, რომ მან დარეკა კორონავირუსის ცხელ ხაზზე, რათა ინციდენტის შესახებ ეცნობებინა, და რომ ამის თაობაზე დაწერა პეტერბურგის გუბერნატორის მედიის საინტერნეტო გვერდზე.

შუშპანოვა აცხადებს, რომ, მისი აზრით, ის სამიზნე გახდა სესტრორეცკში მწვავე, სხვათა შორის, ეკოლოგიურ თემებზე აქტიური მუშაობის გამო, მაგრამ არ ესმის, რატომ წაიღეს მისი ხელსაწყოები, თუ ის მხოლოდ მოწმეა. მისივე თქმით, სამოქალაქო უფლებების დამცველმა ჯგუფმა, „ღია რუსეთმა“ სცადა მისი დაცვა.

ახალი კანონი ითვალისწინებს ჯარიმას 8 800 დოლარის ოდენობით, ან იძულებით შრომას 360 საათით და, ასევე, სამწლიან პატიმრობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG