Accessibility links

უკრაინა აცხადებს, რომ ხანძარი ჩააქრო ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის მიმდებარე არეალში


ჩერნობილის ატომური სადგურის მახლობლად მდებარე მიტოვებული ქალაქის, პრიპიატის ხედი

უკრაინის საგანგებო ვითარებათა ორგანოები იტყობინებიან, რომ აღარ არის ცეცხლის ნიშნები დაუსახლებელ არეალში, რომელიც აკრავს ჩერნობილის ელექტროსადგურს. ხანძარი მეხანძრეთა მობილიზების შედეგად ჩააქრეს. საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახურის თანახმად, რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებში იყო. ამის შესახებ სამსახურმა 5 აპრილს გაავრცელა ცნობა.

ხანძრის ჩაქრობაში მონაწილებდა 130 მეხანძრე, სამი თვითმფრინავი და 21 ავტოსატრანსპორტო საშუალება. ხანძარი მოდებული იყო ტერიტორიაზე, რომლის ფართობია 20 ჰექტარი. ის უშუალოდ აკრავს ტერიტორიას, სადაც საბჭოთა პერიოდის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. სადგურზე 1986 წელს მოხდა ავარია, რომელსაც კატასტროფული შედეგები ჰქონდა. რადიაციული ღრუბელი მაშინ გავრცელდა უკრაინის, ბელორუსიის, რუსეთის და ევროპის სახელმწიფოთა ტერიტორიების თავზე. მახლობლად მდებარე ქალაქი პრიპიატი მოსახლეობამ დატოვა.

უკრაინის სახელმწიფო სამსახური 5 აპრილს იტყობინებოდა, რომ დილის 7 საათისთვის ღია ცეცხლი აღარ შეინიშნებოდა, რომ მხოლოდ იზოლირებულ ადგილებზე ჩანდა კვამლი.

ადრე ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ავიაფოტოები, რომლებზეც მოჩანდა თეთრი კვამლი იმ არეალებში, სადაც ცეცხლის ჩაქრობა ჭირდა „ამაღლებული რადიაციული ფონის გამო“. სამსახურის თანახმად, მიმდებარე არეალებში მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია.

33 წლის წინანდელ ავარიას ატომურ სადგურზე ჩერნობილში ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა უშუალოდ კატასტროფისას, ხოლო ათასობით დაიღუპა ავარიის შემდეგ, ძირითადად რადიაციული ზემოქმედების შედეგად. უშუალოდ ავარიის შემდეგ საბჭოთა მთავრობა უარყოფდა მომხდარს.

2016 წელს დასრულდა მეორე მასიური სარკოფაგის მშენებლობა რეაქტორის გარშემო იმ იმედით, რომ რადიაცია არ გამოჟონავს და შეიქნება კონსტრუქციის დემონტაჟის პირობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG