Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ ანტიკრიზისული ეკონომიკური დახმარების პროგრამაზე


ევროჯგუფის შეხვედრა. 2018 წლის ფოტო.
ევროჯგუფის შეხვედრა. 2018 წლის ფოტო.

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც 8 აპრილის დილით დასრულდა, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ევროპული ქვეყნების ეკონომიკური დახმარების პროგრამაზე.

„16-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ახლოს ვართ მასთან“, - აღნიშნა ევროჯგუფის პრეზიდენტმა, მარიო სენტენომ და დასძინა, რომ ევროჯგუფის მინისტრები 9 აპრილსაც განაგრძობენ მსჯელობას ამ საკითხის გარშემო.

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა 7 აპრილს ვიდეოკონფერენციის ფორმატში დაიწყეს მსჯელობა ევროპის იმ ქვეყნების ეკონომიკური დახმარების პროგრამაზე, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ კორონავირუსის პანდემიით.

განხილვის საგანია ე.წ. უსაფრთხოების ბადე, რომლის მოცულობა ნახევარი ტრილიონი ევროა.

აზრთა ყველაზე დიდ სხვადასხვაობას იწვევს „კორონაობლიგაციები“, რაც ევროკავშირის მოსახლეობიდან სესხის აღებას გულისხმობს.

ამას მხარს უჭერენ სამხრეთის ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა - იტალია და ესპანეთი. ამ იდეას ემხრობა საფრანგეთი. მაგრამ „კორონაობილიგაციების“ იდეას უარყოფენ გერმანია, ნიდერლანდი, ავსტრია და ფინეთი, რომლებიც შიშობენ, რომ საბოლოოდ ეს ინდივიდუალური სახელმწიფოების ვალების განაწილებას გამოიწვევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG