Accessibility links

ჩეხეთში 30 აპრილამდე გაგრძელდა საგანგებო მდგომარეობა


ჩეხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის 30 აპრილამდე გაგრძელებას. 12 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 11 აპრილს იწურებოდა.

სამშაბათს ჩეხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, რაც 25 ათასი ჩეხური კრონის (დაახლოებით 1000 დოლარის) ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს ყველა ინდმეწარმისათვის, რომელმაც ბიზნესის კეთება დაიწყო 12 მარტამდე, ანუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე.

პარალელურად, ჩეხეთის მთავრობამ შეარბილა ზოგიერთი შეზღუდვა. სამშაბათიდან გაიხსნა ღია სპორტული მოედნები, ტყეში სირბილი ან ქალაქგარეთ ველოსიპედით სეირნობა ნებადართულია პირბადის გარეშე. თუმცა აკრძალვა კვლავ ეხება ღია სივრცეში კოლექტიურ სპორტულ სახეობებში ვარჯიშს, ასევე დახურულია სპორტდარბაზები და საცურაო აუზები.

8 აპრილიდან ჩეხეთის ხელისუფლების ნებართვით მუშაობას განაახლებენ სამშენებლო მასალების, ტექნიკის, ველოსიპედების ნაწილების, ასევე დასვენებისა და გართობისათვის საჭირო საქონლის მაღაზიები.

მაგრამ ზოგიერთი მკაცრი ჰიგიენური მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება. ქუჩაში გამოსვლის დროს კვლავ სავალდებულოა პირბადეების ტარება. იკრძალება ორზე მეტი ადამიანის ჯგუფურად გადაადგილება.

ჩარტერული რეისების გარდა, შეწყვეტილია საერთაშორისო საჰაერო და სატრანსპორტო მიმოსვლა.

მთავრობის ოპერატიული შტაბის ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით ჩეხეთში დაინფიცირებულია 5033 ადამიანი. მათგან 181 განიკურნა, ხოლო 91 პაციენტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG