Accessibility links

აშშ-დან საქართველოში სპეცრეისით ჩამოიყვანენ 79 ბავშვს


აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით და ამერიკული მხარის უზრუნველყოფით საქართველოში 79 მოზარდს სპეცრეისით დააბრუნებენ. ამავე რეისით შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოიყვანენ სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვსაც, რომლებიც ამ დრომდე აშშ-ში იმყოფებოდნენ.

ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც 112-ის ოფისში იმყოფებოდა.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და აშშ-ის ელჩს საქართველში კელი დეგნანს, რომლის უშუალო ჩართულობით მოხერხდა საქართველში იმ სკოლის მოსწვალეთა დაბრუნება, რომლებიც ამ დრომდე ამერიკაში რჩებოდნენ.

„ჩვენ ერთობლივად 1 კვირის განმავლობაში,10 დღის განმავლობაში ერთობლივად ვმუშაობდით და მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ და შეერთებული შტატების მთავრობამ, 79 ქართველი მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება აშშ-ში, ფაქტობრივად, სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანოთ იქიდან, ისინი, ვისმა მშობლებმაც ეს სურვილი გამოთქვეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი სიტყვებით 10 აპრილს შესრულდება რეისი აშშ-დან დოჰას და შემდეგ თბილისის მიმართულებით. ამ რეისით ჩამოვა ასევე სომხეთის მოქალაქე 35 მოზარდიც.

„ასევე საქართველომ ითანამშრომლა სომხურ მხარესთან და მათი თხოვნის საფუძველზე ამერიკიდან გამოიყვანენ სომხეთის მოქალაე 35 ბავშვს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG