Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირებული სამი მოქალაქე უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოიყვანეს


საქართველოში სამკურნალოდ გადმოიყვანეს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეები სომხეთიდან და თურქეთიდან.

სომხეთიდან შემოსული ორი პაციენტები თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და ამ დროისთვის ჩივილები არ აწუხებთ.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა პაციენტები დადასტურებული ინფექციით შემოვიდნენ საქართველოში. ეზუგბაიას განმარტებით, უცხოეთში დადასტურებული და საქართველოში შემოსული შემთხვევები ცალკე აღირიცხება.

საერთო ჯამში, საქართველოში დადასტურებულია COVID-19-ის 236 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG