Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

81 წლის პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას COV-ვირუსის გარეშე დატოვებს


ლევან რატიანი
ლევან რატიანი

13 აპრილის 12 საათის მონაცემებით, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტი კლინიკაში იმყოფება 81 პაციენტი, რომელთაგან 66-ს COVID ინფექცია დადასტურებული აქვს.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, დანარჩენი პაციენტების ტესტირების შედეგებს „ლუგარის ლაბორატორიიდან“ ელოდებიან და უარყოფითი შედეგის დადასტურების შემთხვევაში, მათ კლინიკიდან გაწერენ შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.

რატიანის ცნობით, ამჟამად რეანიმაციაშია 9 პაციენტი. მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

კლინიკის დირექტორის თქმით, 81 წლის პაციენტ ქალს, რომელსაც ორჯერ ჩატარებული ტესტით, კორონავირუსი არ უდასტურდება, დღეს რეანიმაციიდან გადაიყვანენ თერაპიის განყოფილებაში და სავარაუდოდ, ხვალ საავადმყოფოს დატოვებს COV-ვირუსის გარეშე.

ლევან რატიანის ინფორმაციით, თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს 42 წლის მამაკაციც, რომელიც მძიმე პაციენტად ითვლებოდა. მას მოეხსნა სუნთქვის უკმარისობა და აღდგენილია ფილტვის ქსოვილის სტრუქტურა. რეანიმაციიდან გადაიყვანენ ერთ ახალგაზრდა პაციენტსაც, რომელსაც სუნთქვის მკვეთრი უკმარისობა ჰქონდა, თუმცა, მისი მდგომარეომა მკვეთრად გაუმჯობესდა.

კლინიკის დირექტორის ცნობითვე, გუშინ, 12 აპრილს გაწერეს 24 კვირის ორსული. მეორე, 9 კვირის ორსულის მდგომარეობა სტაბილურია და ელოდება 14 დღის გავლას, რათა ხელახალი ტესტირება ჩაუტარდეს. ლევან რატიანის თქმით, სტაბილურია კლინიკაში მყოფი 3 მოზარდის მდგომარეობაც.

13 აპრილის 12:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 266 შემთხვევა. მათგან 67 გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საზღვარგარეთ გარდაცვლილია საქართველოს 6 მოქალაქე.

XS
SM
MD
LG