Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია: ირაკლი ოქრუაშვილისთვის გამოტანილი განაჩენი უტიფარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა


ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენით სასამართლომ არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, იმისათვის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხებზე მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება შესრულდეს, საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება:

„უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და გაათავისუფლონ. ამის გზები არსებობს. სხვა გზა პოლიტიკური ნორმალიზების არ არსებობს, რაც არავის ინტერესში არ შედის. მათ შორის, არც „ქართული ოცნების“ ინტერესში“, - უთხრა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 5 წლით აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG