Accessibility links

პანდემიის ფონზე, OPEC-ი და რუსეთი დათანხმდნენ ნავთობის წარმოების უპრეცედენტო შემცირებას


OPEC-ი, რუსეთი და ნავთობის მაწარმოებელი სხვა ქვეყნები შეთანხმდნენ ხელშეკრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს წარმოების უპრეცედენტო შემცირებას, იმ იმედით, რომ ამით მოიმატებს გლობალური ფასები, რომლებმაც კოლაფსი განიცადა კორონავირუსის პანდემიის და ფასის შესახებ უთანხმოების გამო.

OPEC-Plus-მა, ნავთობის მაწარმოებელი 23 ქვეყნის, მათ შორის რუსეთის ჯგუფმა, 12 აპრილს გვიან გამოაცხადა, რომ შეთანხმდა წარმოების დღეში 9,7 მილიონი ბარელით შემცირებაზე, მაისის და ივნისის თვეებში.

შეთანხმება OPEC-Plus-ის წევრებს მოუწოდებს, 2022 წლის აპრილამდე ნავთობის წარმოების ამჟამინდელი მოცულობა დღეში 6 მილიონი ბარელით შეამცირონ.

"OPEC-Plus-ის დიდი სანავთობო შეთანხმება შედგა", - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერით. "მათ ახლა ველაპარაკე. ... ეს კარგი შეთანხმებაა ყველა ჩვენგანისთვის".

კრემლმა 13 აპრილს, დილით გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთობლივად ესაუბრა ტრამპს და საუდის არაბეთს მეფე სალმანს და ამ საუბარში შეთანხმებას მხარი სამივე ლიდერმა დაუჭირა. კრემლი ამბობს, რომ პუტინი ტრამპს ცალკეც ესაუბრა ნავთობის ბაზარსა და სხვა საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG