Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ინაშვილი: ეკლესია ლოცულობს მთავრობისთვის და ამ მთავრობას რა ემართება?!


პარლამენტის წევრი პატრიოტთა ალიანსიდან, ირმა ინაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ განცხადებების გამო აკრიტიკებს, სადაც საუბარი იყო, რომ ისინი აღდგომის წირვას არ დაესწრებიან. მისი აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა თქვან, რომ წირვას დაესწრებიან და ეზიარებიან.

"პირიქით, ჩვენ ახლა უნდა ვეზიაროთ, ნუთუ, ამას ვერ ხვდებით?! ეკლესია ლოცულობს მართლმორწმუნე მთავრობისთვის და მხედრობისთვის და ამ მთავრობას და მხედრობას რა ემართება?!. ის კი არ უნდა თქვათ, არ წავალ წირვაზე - მეტი მოწოდება უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენელების მხრიდან - "წავალთ და ვეზიარებით", - მიმართა ინაშვილმა ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მომატების შემდეგ მთავრობის წარმომადგენლები, პრემიერი, ვიცე-პრემიერი და სხვა მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, რომ სააღდგომო წირვას ეკლესიაში არ დაესწრებოდნენ. მათი თქმით, ისინი ტელევიზიით მიადევნებენ თვალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG