Accessibility links

პუტინი: რუსეთს შესაძლოა ჯარი დასჭირდეს კორონავირუსთან საბრძოლველად


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთს შესაძლოა ჯარის გამოყენება დასჭირდეს კორონავირუსის კრიზისთან საბრძოლველად. პუტინი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ვირუსის გავრცელება აჩქარებულია, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ერთი დღისთვის რეკორდული რაოდენობით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი, - იუწყება სააგენტო როიტერსი.

რუსეთმა ორშაბათს ინფიცირების 2,558 შემთხვევაზე გამოაცხადა, რაც მთელ მონაცემს 18,328-ს უტოლებს. გასულ ღამით კორონავირუსით დაიღუპა 18 ადამიანი, რითიც დაღუპულთა საერთო რაოდენობა გაუტოლდა 148-ს. რუსეთში გარდაცვალების მაჩვენებელი მატულობს, თუმცა ის ნაკლებია ისეთი ქვეყნების მონაცემებთან შედარებით, როგორებიცაა აშშ და იტალია.

მოსკოვსა და რამდენიმე რეგიონში კარანტინია გამოცხადებული, მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა შეუძლიათ მხოლოდ საკვების საყიდლად, ნაგვის გადასაყრელად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად და, ასევე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სამსახურში წასასვლელად.

ვიდეოჩართვით განხორციელებულ შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიითაც გადაიცემოდა, პუტინმა ოფიციალურ პირებს უთხრა, კრიზისთან საბრძოლველად განიხილონ ჯარის გამოყენების შესაძლებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG