Accessibility links

ბერნი სანდერსი მხარს ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიას უჭერს


აშშ-ის სენატორმა, ბერნი სანდერსმა, რომელმაც 8 აპრილს შეწყვიტა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლა, მხარი დაუჭირა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კამპანიას, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დასამარცხებლად.

ბაიდენთან ერთად გაკეთებულ ვიდეომიმართვაში სანდერსმა თქვა, რომ "ყველა ამერიკელს" სთხოვს ბაიდენის კანდიდატურის მხარდაჭერას, რომელსაც თავადაც ემხრობა.

ახლახან ბაიდენმა სანდერსს მოუგო შიდაპარტიულ არჩევნებში ილინოისში, არიზანასა და ფლორიდაში.

ბაიდენი უკვე მანამდე დიდი სხვაობით უსწრებდა სანდერსს. კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ნომინაციის პრეტენდენტები არ აწარმოებდნენ კლასიკურ კამპანიებს. გაუქმდა მიტინგები და ამომრჩევლებთან შეხვედრები.

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინირებისთვის საჭიროა პარტიის ყრილობის 3979 დელეგატის 1991 ხმის მოგროვება. ყრილობა ივლისშია დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG