Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა ერთი თვით გააგრძელა COVID-19-ის გამო დაწესებული კარანტინი


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

საფრანგეთმა 11 მაისამდე გააგრძელა COVID-19-ის გავრცელებასთან საბრძოლველად დაწესებული კარანტინის რეჟიმი.

მთავრობის გადაწყვეტილება მოქალაქეებს 13 აპრილს, საღამოს ტელევიზიით აცნობა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მისი განცხადებით, შეზღუდვების გაუქმება საფრანგეთის მცხოვრებთა პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული.

მაკრონმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ კარანტინის გაუქმების შემდეგაც, ქვეყანა ადრინდელ ცხოვრებას სწრაფად ვერ დაუბრუნდება. სულ მცირე ივლისის შუა რიცხვებამდე იქნება აკრძალული საჯარო ღონისძიებები. ემანუელ მაკრონმა აღიარა, რომ საფრანგეთი სხვა არაერთი სახელმწიფოს მსგავსად, ეპიდემიისთვის მზად არ აღმოჩნდა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებიც ხელისუფლების მითითებებს ასრულებენ. საფრანგეთში კარანტინის რეჟიმი 17 მარტიდან მოქმედებს. სახლიდან გასვლა ნებადართულია მხოლოდ პროდუქტის და მედიკამენტების შესაძენად, ექიმთან ვიზიტისთვის, ან სამსახურში აუცილებლად გამოცხადების შემთხვევაში.

საფრანგეთში COVID-19-ით უკვე დაავადდა 136 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 15 000-ს უახლოვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG