Accessibility links

აშშ-ის და ევროპის გარკვეულ ადგილებში იწყებენ მუშაობას ეკონომიკების გახსნისთვის


აშშ-ის და ევროპის ქვეყნების გარკვეულ ადგილებში, სადაც კორონავირუსით დაღუპვის შემთხვევები იკლებს, ხელისუფლებებმა დაიწყეს წინასწარი ნაბიჯების გადადგმა ეკონომიკების გახსნის მიზნით. მაგრამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გამოდიან გაფრთხილებით, რომ შეზღუდვების სწრაფად მოხნას შეიძლება ეპიდემიის ახლი ტალღა მოჰყვეს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოს გარშემო 1,9 მილიონ ადამიანს აჭარბებს ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, დაღუპულია 119,000-ზე მეტი ადამიანი.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ 14 აპრილს გამოაცხადებს საგანგებო გუნდს, რომელმაც აშშ-ის ეკონომიკის ამოქმედებაზე უნდა იმუშაოს. აშშ-ში 17 მილიონ ადამიანზე მეტმა დაკარგა სამუშაო ბოლო სამ კვირაში, ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით შემოღებული შეზღუდვების შედეგად, რომლებიც მოიცავს ბიზნესების დახურვას, მოგზაურობის შეზღუდვას და ჯანდაცვის სხვა გადაუდებელ ზომებს. 13 აპრილის საღამოს მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებული იყო 682,000-ზე მეტი ადამიანი, დაღუპულთა რიცხვი 23,200-ს აჭარბებდა.

ტრამპის ადმინისტრაცია 1 მაისს მიიჩნევს პოტენციურ თარიღად გარკვეული შეზღუდვების მოსახსნელად. ტრამპმა 13 აპრილს თქვა, რომ "რამდენიმე დღეში" გამოაცხადებს, როდის სურს ქვეყნის გახსნა, და დასძინა, რომ მისი სურვილია, "სწორ დროს" მოიხსნას სამოგზაურო შეზღუდვები ევროპასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG