Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით უცხოეთში საქართველოს 92 მოქალაქეა ინფიცირებული, 9 - გარდაიცვალა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ ნინუას ინფორმაციით, დღეისათვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვარგარეთ მოქმედმა მისიებმა დახმარება 5238 მოქალაქეს გააუწიეს. გარდა ამისა, როგორც ნინუა ამბობს, ამოქმედდა ე.წ. სასურსათო ვაუჩერის დარიგების მექანიზმი, რომელშიც კომპანია SPAR-მა მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცხოეთში საქართველოს საკონსულოებში აღრიცხვაზე იმყოფება 62 ათასამდე საქართველოს მოქალაქე.

როგორც ნინუამ აღნიშნა, დღეისათვის კორონავირუსით უცხოეთში საქართველოს 92 მოქალაქეა ინფიცირებული, 9 კი გარდაცვლილი. „უმრავლეს შემთხვევებში სახეზე გვაქვს დაავადების მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე ფორმები. აღნიშნული სტატისტიკა არაა ზუსტი, რამდენადაც მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ამხელს საკუთარ მდგომარეობას (ან არ აწვდის ინფორმაციას საკონსულო სამსახურებს)“, - განმარტა ნინუამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზებულ პროცესზე. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით Georgian Airways-მა უკვე შეასრულა 13 რეისი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG