Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის ინფექცია ტრიალებს მოსახლეობაში


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში ბოლო დღე-ღამეში 30 შემთხვევების დაფიქსირება მიუთითებს, რომ შიდა გავრცელება "სერიოზულად" ხდება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"30 ნიშანია, რომ შიდა გავრცელება უკვე სერიოზული გვაქვს. იგივე სასულიერო პირის, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების. ეს იმას ნიშნავს, ინფექცია ტრიალებს მოსახლეობაში. ხანდახან უსიპტომო ფორმით, თუმცა შედარებით ნაკლებია. ამიტომ მოვუწოდებთ პირველივე სიპტოების დროს მიმართონ ექიმს", - თქვა მან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 296 ადამიანს დაუდასტურდა კორონავიირუსი. მათგან 69 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG