Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: გუშინ გვქონდა ე.წ. ნახტომი


გუშინდელი დღე იყო, როცა ჩვენ ე.წ. ნახტომი დავაფიქსირეთ, ანუ გვქონდა ერთდროულად 30 ახალი შემთხვევა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით ამ დრომდე დღეში 20-მდე შემთხვევა ვლინდებოდა

30 უკვე ძალიან ბევრის მანიშნებელია და ეს 30 არის ძირითადად 12 კლასტერში ანუ ჯგუფი, მოსახლებაში უკვე იციან. ეწ ირანის, იტალიური კლასტერი, ეროვნული ბანკის კლასტერი, მარნეულის კლასტერი, ქობულეთის კლასეტერი და ა.შ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით ამ დრომდე ინფიცირებულია 10 მედიცინის მუშაკი და დღეს დილით დადასტირდა „სასულიერო შემთხვევები“.

„[ვირუსი] გახლავთ უკვე ყველა სოციალურ ფენაში. ვირუსმა, მოგეხსენეთ არ იცის ვინ ვინ არის, ეს გამოთქმა მე რამდენჯერმე გავიმეორე, ვინ რომელი პროფესიის წარმომადგენელია, ვინ ვისი შვილია, ვინ ვისი მამაა“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

14 აპრილის 20:30 საათის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით COVID 19-ის ინფიცირებულია 296 პირი,მათ შორის გამოჯანმრთელებული 69. გარდაიცვალა 3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG